მენიუ
კონტაქტი
- მთაწმინდის ფილიალი : გრიბოედოვის ქუჩა #14
- საბურთალოს ფილიალი : პეკინის ქუჩა #41
- 599 97 74 80
- ge.powermax@gmail.com
პაუერ მაქს ფიტნეს აკადემია საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად იწყებს ფიტნესის ინსტრუქტორის სასწავლო კურსს
100 აკადემიური საათი
თანამედროვე ფიტნესის მიმართულებები. ფიზიკური დატვირთვის მეთოდიკა სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის. ბოდიბილდინგის, გოგონათა და ბავშვთა ფიტნესის, ძალისმიერი სამჭიდის მეთოდოლოგიური საფუძვლები. ცალკეული კუნთოვანი ჯგუფების განმავითარებელი ვარჯიშების და მეთოდების თეორიულ-პრაქტიკული შესწავლა. სპეციალიზებული სავარჯიშო სქემების შედგენა. დოპინგი სპორტში და ანტიდოპინგური მიმართულებები. პრაქტიკული გაკვეთილები პაუერ მაქსის სპორტულ ცენტრში.
ლექტორი: პაუერ მაქსის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში (IPF ვერსიით), ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში (GPNA ვერსიით), შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში (IPSU ვერსიით), ევროპული გრან პრის (Prague Grand Prix) პრიზიორი ბოდიბილდინგში IFBB ვერსიით გიორგი გორაშვილი.
ანატომია-ფიზიოლოგიის საფუძვლები. კუნთოვანი ქსოვილის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები. ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება სავარჯიშო სქემის დაგეგმვისას.
ლექტორი: საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი კახაბერ ხვედელიძე.
სპორტული ნუტრიციოლოგია, სპორტული კვების ბიოქიმიური საფუძვლები; სპორტული საკვები დანამატები.
ლექტორი: საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკად. დოქტორი, ბიოქიმიის სპეციალობით, ეკა ხურციძე.