კლუბი არსებობს ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან. მართალია პაუერ მაქსის სახელი მან ცოტა მოგვიანებით მიიღო, მაგრამ რეალურად ფუნქციონირება გაცილებით ადრე დაიწყო. ეს იყო კომუნისტური პერიოდი, როდესაც ათლეტიზმი იკრძალებოდა და მას კაპიტალისტური სპორტის სახეობად მიიჩნევდნენ. აკრძალვების მიუხედავად, ენთუზიასტების და ათლიტიზმის მოყვარულების ფანატური დამოკიდებულების გამო კლუბი დღემდე არსებობს და მრავალმა სახელოვანმა სპოტსმენმა ზუსტად აქედან დაიწყო სპორტული კარიერა. პაუერ მაქსი სპორტსმენების და კლუბის წევრებისთვის არამხლოდ სავარჯიშო ადგილია, არამედ ყოველდღიური პრობლემებისგან დასვენების, განტვირთვის, მეგობრების ნახვის და ახალი მეგობრების შეძენის საშუალება, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს ყოველთვის უხარია მისვლა.

პაუერ მაქსის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სპორტულ-გამაჯანსაღებელი. აქ გამოჩენილ სპორტსმენებთან ერთად ვარჯიშობენ მოყვარულებიც და უბრალოდ ჯანმრთელი, სპორტული ცხოვრების პატივისმცემელი ხალხი.

პაუერ მაქსის წევრებიდან შეიძლება დასახელდნენ მსოფლიოსა და ევროპის, ასევე საქართველოს ჩემპიონები ძალოსნურ სამჭიდსა და კულტურიზში. აღმოსავლური ორთაბრძოლების, რაგბის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები. ყოველი სპორტის წარმომადგენელი აქ პოულობს პროფესიონალურ რჩევას მისი სახეობის სპორტის გათვალისწინებით და ანვითარებს ძალისმიერ მონაცემებს.

პაუერ მაქსი ყოველთვის იყო და რჩება მეგობრული ურთიერთობის ადგილად. ზუსტად ერთმანეთის მეგობობამ და სპორტის სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა შეგვექნა ეს საიტი, რათა საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი გაეგო ჩვენი და ძალისმიერი სპორტის სახეობების შესახებ.